კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან სამი საკარანტინო სივრციდანაა, ხუთი კი, უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან სამი საკარანტინო სივრციდანაა, ხუთი კი, უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია.
„გუშინ ქვეყანაში იყო 973 დადასტურებული შემთხვევა და დაგვემატა რვა ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი მხოლოდ ხუთით გაიზარდა – იყო 846 და გყავს 851.
ამ დროისთვის კოვიდცენტრებში მკურნალობს 143 დადასტურებული პაციენტი. რვიდან სამი გახლავთ საკარანტინო სივრცეებში დადასტურებული, სამივე არის იმპორტირებული შემთხვევა, ხოლო დანარჩენი ხუთი გახლავთ დადასტურებულ პაციენტთან კონტაქტები“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, ეზუგბაიას ინფორმაციით, კლინიკაში 23 ინფიცირებული პაციენტი რჩება.
„ჩვენ გუშინაც და დღესაც უცვლელი მდგომარეობა გვაქვს; გვყავს 23 პაციენტი. ახალი პაციენტი არ შემოსულა გუშინ ჩვენთან და არც გამოჯანრთელებული არ გვყოლია. პაციენტების მდგომარეობა უცვლელია. არც ერთთან არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება და მათი მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე ინფორმაციით, აბიტურიენტის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა, დამაკმაყოფილებელია.