კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სამშენებლო ობიექტების მონიტორინგი გრძელდება
სამშენებლო ობიექტებზე, კორონავირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით. გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელები გაეცნენ, მონიტორინგის მიზნით, ხაშურის შემოვლითი გზის და რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი-ხევის, ხევი-უბისას და უბისა-შორაპანის მონაკვეთებზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს და ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციების დაცვის პროცესს.
„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ, მთავრობის 181-ე დადგენილების შესაბამისად, წინასწარ მოწმდება და მონიტორინგი უტარდება სამშენებლო ობიექტებს იმის დასადგენად, თუ რამდენად არის ადგილებზე დაცული კორონავირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციები.
სამშენებლო ობიექტებზე მონიტორინგი გაგრძელდება და უახლოეს მომავალში ყველა ის კომპანია, რომელიც სრულად გაითვალისწინებს საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს, სამუშაოებს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს“,- აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.