კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ონის მუნიციპალიტეტში ღონისძიებები ტარდება
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, არჩილ ჯაფარიძის ინიციატივის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში მერის წარმომადგენლების, საკრებულოს დეპუტატებისა და სოფლის ექიმების კარდაკარ შემოვლა და მოსახლეობის საჭიროებების, ჯანმრთელობის მდგომარეობის ადგილზე გაცნობა დაიწყო.
აღნიშნული ღონისძიებები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში დაიგეგმა და მუნიციპალიტეტში არსებული ვითარების, პრობლემური საკითხების და რისკფაქტორების დროულ იდენტიფიცირებას ისახავს მიზნად.
შემოვლა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაგვანთაში, წედისში, ქვედში, ქვედრულაში, სხანარში, ღებსა და ჭიორაში განხორციელდა.
როგორ საქართველოს პირველ არხს ონის მერმა, ემზარ საბანაძემ განუცხადა, საგანგებო რეჟიმის გამო, დღე-ღამის განმავლობაში ხორციელდება ყველა სავაჭრო და სტრატეგიული ობიექტების მონიტორინგი, რათა სწორად მოხდეს პრევენციული ღონისძიებების განხორციელება და მოსახლეობა მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული.