კორონავირუსის პანდემიის გამო, რიოს კარნავალი აღარ ჩატარდება. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო მიიღეს.
როგორც სამბას სკოლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, კორონავირუსის პირობებში კარნავალის უსაფრთხოდ ჩატარების შესაძლებლობა არ არსებობს.
რიო დე ჟანეიროს მერიაში კარნავალისა და მასთან დაკავშირებული სხვა საზეიმო ღონისძიებების გაუქმების შესახებ განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ, თუმცა მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გარეშე მრავალრიცხოვანი საჯარო ღონისძიებების გამართვა შეუძლებელია.
ბრაზილიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა, როდესაც რიოს კარნავალი დასრულდა.
ბრაზილია კორონავიურისთ ინფიცირებულთა და ვირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვით მსოფლიოში მესამე ადგილზეა.