კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევიდან ერთი ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერს უკავშირდება, მეორე კი, კარანტინის სივრციდან არის
კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევიდან ერთი ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერს უკავშირდება, მეორე კი, კარანტინის სივრციდან არის, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი თქმით, გუშინდელი მონაცემებით, საქართველოში „კოვიდ-19“-ის 721 დადასტურებული შემთხვევა იყო, რასაც ორი ახალი ინფიცირებული დაემატა. ასევე გამოჯანმრთელდა კიდევ 10 პაციენტი.
„მხოლოდ და მხოლოდ ორი შეგვემატა ახალი დადასტურებული შემთხვევა და ახლა გვყავს 723. გამოჯანმრთელების რიცხვი 10-ით გაიზარდა, 485 გვყავდა და ახლა 495-ია. ამ მონაცემებით, „კოვიდცენტრებში“ დღეისთვის მკურნალობს 216 პაციენტი. გამოჯანმრთელებულების რაოდენობაც იზრდება და სხვაობაც იზრდება. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა აჭარბებს ამჟამად 216 მკურნალობაზე მყოფ პაციენტს. ეს თანდათან თუ გაიზრდება, არაჩვეულებრივი იქნება.
ბოლო 24 საათში დადასტურებული ორი ახალი შემთხვევიდან, ერთი არის თეთრიწყაროს დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, მეორე არის საკარანტინო სივრციდან“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.