კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორი ბათუმში გამოვლინდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს გამოვლენილი ორი ახალი შემთხვევიდან ერთი იმპორტირებულია, მეორე კი, ქობულეთში ბოლოს დაფიქსირებული შემთხვევის კონტაქტია.
ორივე ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება.
დღესვე, ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა.