კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორი ბათუმში გამოვლინდა

10:52, 30.08.2020

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორი ბათუმში გამოვლინდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს გამოვლენილი ორი ახალი შემთხვევიდან ერთი იმპორტირებულია, მეორე კი, ქობულეთში ბოლოს დაფიქსირებული შემთხვევის კონტაქტია.

ორივე ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება.

დღესვე, ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი