კორონავირუსის ხუთივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია, პაციენტებიდან ოთხი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის ხუთივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია.
მისივე თქმით, აქედან ოთხი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.
„საქართველოში გვქონდა 888 შემთხვევა, დაგვემატა ხუთი ახალი და გვყავს 893. გამოჯანმრთელდა კიდევ რვა პაციენტი და სულ გვყავს 739. ხუთი პაციენტიდან ყველა შემოტანილი, ანუ იმპორტიებული შემთხვევაა, აქედან ოთხი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია“,- აღნიშნა ეზუგბაიამ.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად კოვიდ-ცენტრებში 140 პაციენტი მკურნალობს.