კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს
კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა 52 სკოლას, 62 საბავშვო ბაღსა და ყველა სახელოვნებო და სპორტულ დაწესებულებას. დეზინფექცია ჩაუტარდა მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებს, ასევე, სპეციალური ხსნარით დამუშავდა მოსაცდელები.
სადეზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, კონსტანტინე კაკავა გაეცნო.