კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,62 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,62 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 3,91 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 3,88 პროცენტი.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1250 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 463 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა.