კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,5 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,5 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2,35 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 2, 47 პროცენტი.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 671 პირს დაუდასტურდა, 657 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.