კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,4 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,4 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2,05 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 2,45 პროცენტი.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 699 პირს დაუდასტურდა, 614 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ცხრა კი გარდაიცვალა.