კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,33 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,33 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2,1 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 2,47 პროცენტი.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 754 პირს დაუდასტურდა, 438 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 18 კი გარდაიცვალა.