კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,33 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,33 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 3,67 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 2,6 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 1 092 პირს დაუდასტურდა, 775 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 23 კი გარდაიცვალა.