კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 11,09 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 11,09 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 11,09 პროცენტს შეადგენს, –  ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზეგამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი დღიური მაჩვენებელი არის 10,4 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 10,47 პროცენტი.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 676 შემთხვევა გამოვლინდა, 4 119 პირი პაციენტი გამოჯანმრთელდა, 30 კი გარდაიცვალა.