კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 1,07 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 1,07 პროცენტს შეადგენს.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ვირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,55 პროცენტია, ხოლო ბოლო 14 დღის – 1,49 პროცენტი.
დღეს კორონავირუსი 344 ადამიანს დაუდასტურდა, 240 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ცხრა კი გარდაიცვალა.