კორონავირუსის გამო, სლოვენია იტალიასთან საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვას გეგმავს
კორონავირუსის გამო, სლოვენია იტალიასთან საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვას გეგმავს

კორონავირუსის გამო, სლოვენია იტალიასთან არსებულ საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვას გეგმავს. ამის შესახებ ცნობას „როიტერი“ სლოვენიის პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო იუწყება, ორ ქვეყანას შორის არსებულ საზღვარზე არაკომერციული გადაადგილება შეიზღუდება, რათა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება არ მოხდეს.

სლოვენიის პრემიერ-მინისტრს საზღვარზე შეზღუდვების დაწესების თარიღი არ დაუსახელებია. თუმცა აღნიშნა, რომ საზღვარი ტექნიკური და ადმინისტრაციული დეტალების მოგვარების შემდეგ დაიხურება.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 168 ადამიანი დაიღუპა. ამრიგად, ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა ევროპულ ქვეყანაში 631-ს მიაღწია. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი, 1 149-ს შეადგენს. ამასთან, 1 004 პაციენტი კორონავირუსისგან განიკურნა.