კორონავირუსის გამო, საფრანგეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლები და უნივერსიტეტები დაიხურება
კორონავირუსის გამო საფრანგეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლები და უნივერსიტეტები დაიხურება. ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ის ადამიანები, რომელთა ასაკი 70 წელს აღემატება, ასევე ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირები, სახლში უნდა იყვნენ.
ბოლო 24 საათში საფრანგეთში ახალი კორონავირუსის 500-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 2 800-ს გადააჭარბა. დაღუპულია 61 ადამიანი.