კორონავირუსის გამო საფრანგეთი ჩინეთიდან საკუთარი მოქალაქეების გამოყვანას იწყებს
კორონავირუსი გამო საფრანგეთი ჩინეთიდან საკუთარი მოქალაქეების გამოყვანას იწყებს. ამის შესხებ განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა.
თვითმფრინავი ჩინეთში ხუთშაბათს ჩაფრინდება, პარასკევს კი, საფრანგეთის იმ მოქალაქეებს გამოიყვანს, რომელთაც ვირუსის არც ერთი სიმპტომი არ აღენიშნებათ. საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ხელისუფლება მეორე რეისით იმ ადამიანებს წამოიყვანს, რომელთაც შესაძლოა, ვირუსი ჰქონდეთ.
ამ დროისთვის საფრანგეთში კორონოვარისის სამი შემთხვევა დაფიქსირდა.