კორონავირუსის გამო პორტუგალიის პრეზიდენტი თვითიზოლაციაშია. როგორც პორტუგალიური მედია იუწყება, მარსელუ რებელუ დი სოუზა რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა სკოლაში, რომელიც მოგვიანებით „კოვიდ-19“-ის გამო დახურეს.
როგორც პორტუგალიის პრეზიდენტი აცხადებს, ის ორი კვირის განმავლობაში საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს და საზღვარგარეთ დაგეგმილ ყველა ვიზიტს გააუქმებს.
პრეზიდნეტის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ პორტუგალიის ლიდერი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სკოლაში გასულ კვირას იმყოფებოდა, თუმცა პრეზიდენტის პრესსამსახური ამტკიცებს, რომ მარსელუ რებელუ დი სოუზასთან შეხვედრაზე ინფიცირებული ბავშვი ან მისი კლასელები არ იმყოფებოდნენ.
მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა გადაწყვიტა, 14 დღე თვითიზოლაციაში გაატაროს.
9 მარტის მონაცემებით, პორტუგალიაში კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევა ფიქსირდება.