კორონავირუსის გამო გამოცხადებული კარანტინის შემდეგ პირველად, ელისაბედ მეორის ფოტო გავრცელდა
„კოვიდ-19“-ის პანდემიიის გამო გამოცხადებული კარანტინის შემდეგ პირველად, სოციალურ ქსელებში ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის ფოტო გავრცელდა, სადაც დედოფალი უინძორების სასახლის ეზოში პონით სეირნობს.
„ბიბისი“-ს ინფორმაციით, დედოფალი მეუღლესთან ერთად იზოლაციის პერიოდს სწორედ უინძორების სასახლეში ატარებს.
დედოფლის ბოლო საჯარო ფოტო 19 მარტს გავრცელდა, როდესაც ელისაბედ მეორე ბუკინგემის სასახლეს ტოვებდა, ის საკუთარ ავტომობილში ძაღლებთან ქენდისთან და ვულკანთან ერთად დააფიქსირეს.