კორონავირუსის გამო, დედამიწის მოსახლეობის თითქმის ნახევარი იზოლაციაშია
მთელი მსოფლიოს მაშტაბით, 3,9 მილიარდი ადამიანი, დედამიწის მოსახლეობის თითქმის ნახევარი ახალი კორონავირუსის გამო იზოლაციაშია. ინფორმაციას ფრანგული გამოცემა „აეფპე“ ავრცელებს.
„კოვიდ 19“-ის პრევენციის გამო, მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ქვეყნების უმრავლესობაში დაწესებულია კომენდანტის საათი.
ბოლო მონაცემებით, მთელ მსოფლიოში კორონავირუსით 965 246 ადამიანია ინფიცირებული. ვირუსით 49 236 ადამიანი დაიღუპა. „კოვიდ 19“-ისგან 203 007 პაციენტი განიკურნა.