კორონავირუსის გამო ბრიტანეთის ავიახაზებმა ჩინეთთან პირდაპირი ფრენები შეაჩერა
კორონავირუსის გამო ბრიტანეთის ავიახაზებმა ჩინეთთან პირდაპირი ფრენები შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ავიაკომპანია „ბრითიშ ეარვეისმა“ მას შემდეგ მიიღო, რაც საგარეო საქმეთა ოფისმა მოქალქეებს ურჩია, ჩინეთში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ.
„ბრითიშ ეარვეისს“ შანხაისა და პეკინში ყოველდღიური რეისები აქვს.
„ბოდიშს ვუხდით მომხმარებლებს შექმნილი უხერხულობისთვის, თუმცა ჩვენი მომხმარებლებისა და ეკიპაჟის წევრების უსაფრთხოება ყოველთვის არის ჩვენი პრიორიტეტი“, – ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.
ჩინეთში გვარცელებულ ვირუსს უკვე 130-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ჩინეთის გარდა კორონავირუსის ახალი ტიპი გამოვლინდა სულ მცირე 16 ქვეყანაში.
ქალაქ უხანიდან, რომელიც დაავადების გავრცელების ეპიცენტრია, ასობით უცხოელის ევაკუაცია განხორციელდა. ხუბეის პროვინციიდან მოქალაქეების ევაკუაციისთვის ემზადება ბრიტანეთის მთავრობაც.
არსებული მონაცემებით, აღნიშნულ ზონაში დიდი ბრიტანეთის 300-მდე მოქალაქე იმყოფება.
ავსტრალია ჩინეთიდან დაბრუნებულ 600 მოქალაქეს ორი კვირით კარანტინში მოათავსებს.