კორონავირუსის გამო ბავარია კატასტროფის ზონად გამოცხადდა
კორონავირუსის გამო ბავარია კატასტროფის ზონად გამოცხადდა

გერმანიის მხარე ბავარია კატასტროფის ზონად გამოცხადდა. ბავარიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 886 და გარდაცვალების ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გერმანიაში 4 338 ინფიცირებული და 12 გარდაცვლილია.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გერმანიამ საზღვრები დაკეტა მეზობელ ქვეყნებთან. ქვეყანაში მიმდინარე კვირიდან შეწყდა საგანმანათლებლო პროცესი, რომელიც სავარაუდოდ აპრილის ბოლომდე გასტანს. ჰამბურგში, ბერლინსა და კელნში დაიხურა ბარები, კინოთეატრები და საკონცერტო დარბაზები.