კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული ვარიანტი მსოფლიოს 94 ქვეყანაში გამოვლინდა
კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული ვარიანტი მსოფლიოს 94 ქვეყანაში, სამხრეთაფრიკული შტამი 46 სახელმწიფოში, ხოლო ბრაზილიური და იაპონური 21 ქვეყანაში გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
ამასთან, ექსეპრტები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის სხვადასხვა ვარიანტი უფრო ფართოდ არის გავრცელებული, რადგან ყველა შემთხვევის გამოვლენა არ ხდება. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ბრიტანული ვარიანტი, რომელიც გაცილებით გადამდებია, ვიდრე ვირუსის თავდაპირველად გავრცელებული შტამი.