კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო, ისლანდიაში შეზღუდვები მკაცრდება
„კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატების ფონზე, ისლანდიაში შეზღუდვები მკაცრდება.
ბოლო კვირის განმავლობაში გამოვლენილი კორონავირუსის 31 ახალი შემთხვევიდან 28 ადგილობრივი გადაცემის შედეგია.
„გარდიანის“ ინფორმაციით, ისლანდიაში მიმდინარე კვირაში, მაისის შემდეგ პირველად, „კოვიდ-19“-ის გამო პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
ისლანდიის მთავრობის გადაწყვეტილებით, დიდ შეკრებებზე ლიმიტი 500 ადამიანიდან 100 -მდე შემცირდა, ასევე აუცილებელი გახდა სოციალური დისტანციის დაცვა, რაც 22 მაისის შემდეგ მხოლოდ რეკომენდაციის სახით მოქმედებდა. ასევე სავალდებულო გახდა პირბადეების ტარება საზოგადოებრივი ტრანსპორტში.
ისლანდიაში „კოვიდ-19“-ის სულ 1 872 შემთხვევა არის დაფიქსირებული, მათ შორის 10 პაციენტი გარდაიცვალა.