კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 928, იმერეთში - 401, კახეთში - 221
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 2 141 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 928 შემთხვევა, იმერეთში – 401, კახეთში – 221, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 886 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 025 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 861 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 141 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 721 388-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 31 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.77%, ბოლო 14 დღის – 8.94%, ხოლო შვიდი დღის – 8.83%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 081 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 665 599-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 089 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 141 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 928 შემთხვევა, აჭარა – 99, იმერეთი – 401, ქვემო ქართლი – 145, შიდა ქართლი – 105, გურია – 34, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 128, კახეთი – 221, მცხეთა-მთიანეთი – 31, სამცხე-ჯავახეთი – 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ცხრა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 674, საიდანაც: 6 575 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 500, აჭარაში – 537, იმერეთში – 1 405. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 605 პირი, მათ შორის, თბილისში – 578, აჭარაში – 140, იმერეთში – 500.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 336 პირი, მათგან თბილისში – 179, აჭარაში – 40, იმერეთში – 34. 1 091 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 688 – თბილისში, 189 – აჭარაში. 38 008 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 31, ხოლო აჭარაში – ორი.
2020 წლის 6 ოქტომბრიდან მიმდინარე წლის 31 ოქტომბრის პერიოდში სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია სულ 25 269 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 891 ადამიანი“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.