კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 924, იმერეთში - 422, კახეთში - 244
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 924, იმერეთში - 422, კახეთში - 244

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 2 533 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 924 შემთხვევა, აჭარა – 177, იმერეთი – 422, ქვემო ქართლი – 168, შიდა ქართლი – 150, გურია – 54, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 243, კახეთი – 244, მცხეთა-მთიანეთი – 77, სამცხე-ჯავახეთი – 55, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 34 538 საიდანაც: 6 214 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 583, აჭარაში – 716, იმერეთში – 1 099.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 488 პირი, მათ შორის, თბილისში – 621, აჭარაში – 165, იმერეთში – 359. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 374 პირი,  მათგან თბილისში – 224, აჭარაში – 37, იმერეთში – 28.

1 780 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 964 – თბილისში, 472 – აჭარაში. 26 544 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 87 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 80, ხოლო აჭარაში – შვიდი.

სულ 6 ოქტომბრიდან – 10 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 141 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 303 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19 523 პირი, აჭარაში – 3 410, იმერეთში – 3 204.