კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 887, იმერეთში - 309, აჭარაში - 222
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 2 097 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 887 შემთხვევა, იმერეთში – 309, აჭარაში – 222, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 39 036 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 112 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 924 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 097 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 932 641-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.37%, ბოლო 14 დღის – 5.57%, ხოლო შვიდი დღის – 5.15%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 331 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 893 064-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 758 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 097 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 887 შემთხვევა, აჭარა – 222, იმერეთი – 309, ქვემო ქართლი – 114, შიდა ქართლი – 97, გურია – 92, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 140, კახეთი -135, მცხეთა-მთიანეთი – 49, სამცხე-ჯავახეთი – 30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 22.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 25 793, საიდანაც: 4 712 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 073, აჭარაში – 486, იმერეთში – 893. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 211 პირი, მათ შორის, თბილისში – 554, აჭარაში – 119, იმერეთში – 334. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 287 პირი, მათგან თბილისში – 159, აჭარაში – 36, იმერეთში – 27. 873 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 550 – თბილისში, 214 – აჭარაში. 20 208 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 41, ხოლო აჭარაში – ერთი.
2020 წლის 6 ოქტომბრიდან მიმდინარე წლის 30 დეკემბრის პერიოდში სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია სულ 25 299 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 29 997 ადამიანი“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.