კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 86, იმერეთში - 20, კახეთში - 13
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 86, იმერეთში - 20, კახეთში - 13

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 161 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლინდა 86 შემთხვევა, აჭარაში – ცხრა, იმერეთში – 20, ქვემო ქართლში – ცხრა, შიდა ქართლში – შვიდი, გურიაში – რვა, სამეგრელო – ზემო სვანეთში – ოთხი, კახეთში – 13, მცხეთა-მთიანეთში – ერთი, სამცხე-ჯავახეთში – სამი, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – ერთი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 964 საიდანაც, 335 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 185, აჭარაში – 12, იმერეთში – 87. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 73 პირი, მათ შორის, თბილისში – 48, აჭარაში – 6, იმერეთში – 9. 1 629 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.