კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 836, აჭარაში - 147, იმერეთში - 228
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 836, აჭარაში - 147, იმერეთში - 228

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 1 661 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 836 შემთხვევა, აჭარაში – 147, იმერეთში – 228, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 741 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 421 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 320 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 661 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 924 368-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.07%, ბოლო 14 დღის – 5.93%, ხოლო შვიდი დღის – 5.21%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 841 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 881 863-მდე.

• ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 69 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 512 პირი ემსხვერპლა.

➢ დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 661 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 836 შემთხვევა, აჭარა – 147, იმერეთი – 228, ქვემო ქართლი – 79, შიდა ქართლი – 56, გურია – 42, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 108, კახეთი -94, მცხეთა-მთიანეთი – 42, სამცხე-ჯავახეთი – 22, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – შვიდი.

➢ ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 28 967 საიდანაც:
• 5 121 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 119, აჭარაში – 535, იმერეთში – 999.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 245 პირი, მათ შორის, თბილისში – 558, აჭარაში – 125, იმერეთში – 312. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 301 პირი, მათგან თბილისში – 160, აჭარაში – 35, იმერეთში – 34.
• 920 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 592 – თბილისში, 211 – აჭარაში.
• 22 926 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

• საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 37 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 37, ხოლო აჭარაში – 0.
• 2020 წლის 6 ოქტომბრიდან მიმდინარე წლის 25 დეკემბრის პერიოდში სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია სულ 25 299 პირი.

• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 410 ადამიანი“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.