კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 756, იმერეთში - 357, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 243
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 756, იმერეთში - 357, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 243

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 176 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 756 შემთხვევა, იმერეთში – 357, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 243, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 400 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 551 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 849 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 176 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 589 727-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.15%, ბოლო 14 დღის – 7.46% ხოლო შვიდი დღის – 7.21%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 838 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 554 618-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 390 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 176 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 756 შემთხვევა, აჭარა – 134, იმერეთი – 357, ქვემო ქართლი – 143, შიდა ქართლი – 138, გურია – 59, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 243, კახეთი – 236, მცხეთა-მთიანეთი – 58, სამცხე-ჯავახეთი – 42, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 26 693, საიდანაც: 5 637 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 242, აჭარაში – 607, იმერეთში – 1 049. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 322 პირი, მათ შორის, თბილისში – 512, აჭარაში – 151, იმერეთში – 350.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 354 პირი, მათგან თბილისში – 214, აჭარაში – 18, იმერეთში – 30. 1 350 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 741 – თბილისში, 377 – აჭარაში. 19 706 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 75 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 74, ხოლო აჭარაში – ერთი.

6 ოქტომბრიდან 15 სექტემბრის პერიოდში სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია სულ 25 149 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 877 ადამიანი“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.