კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 59, იმერეთში - 18, სამცხე-ჯავახეთში - ათი
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 59, იმერეთში - 18, სამცხე-ჯავახეთში - ათი

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 115 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 59, იმერეთში – 18, სამცხე-ჯავახეთში – ათი, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 018 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 289 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 729 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 115 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 653 044-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.43%, ბოლო 14 დღის – 1.49%, ხოლო შვიდი დღის – 1.23%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 272 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 633 956-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 792 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 115 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 59 შემთხვევა, აჭარაში – სამი, იმერეთში – 18, ქვემო ქართლში – არც ერთი, შიდა ქართლში – სამი, გურიაში – ცხრა, სამეგრელო-ზემო სვანეთში – ხუთი, კახეთში – რვა, მცხეთა-მთიანეთში – არც ერთი, სამცხე-ჯავახეთში – ათი, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – არც ერთი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 2 270, საიდანაც 340 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 186, აჭარაში – 19, იმერეთში – 77. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 75 პირი, მათ შორის, თბილისში – 48, აჭარაში – 12, იმერეთში – ხუთი. 1 930 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.