კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 542, იმერეთში - 118, აჭარაში - 95
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 542, იმერეთში - 118, აჭარაში - 95

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 986 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 542 შემთხვევა, იმერეთში – 118, აჭარაში – 95, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 701 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 838 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 863 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 986 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 925 354-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.0%, ბოლო 14 დღის – 5.86% ხოლო შვიდი დღის – 5.13%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 193 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 885 056-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 71 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 583 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 986 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 542 შემთხვევა, აჭარა – 95, იმერეთი – 118, ქვემო ქართლი – 30, შიდა ქართლი – 30, გურია – 25, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 54, კახეთი -52, მცხეთა-მთიანეთი -20, სამცხე-ჯავახეთი – 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 26 689, საიდანაც: 5 070 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 142, აჭარაში – 519, იმერეთში – 970. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 269 პირი, მათ შორის, თბილისში – 560, აჭარაში – 127, იმერეთში – 334. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 294 პირი, მათგან თბილისში – 162, აჭარაში – 35, იმერეთში – 30. 903 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 558 – თბილისში, 243- აჭარაში. 20 716 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 43 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 43, ხოლო აჭარაში – 0.
2020 წლის 6 ოქტომბრიდან მიმდინარე წლის 26 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია სულ 25 299 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 854 ადამიანი“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.