კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 519, ქვემო ქართლში - 125, აჭარაში - 91
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 519, ქვემო ქართლში - 125, აჭარაში - 91

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 519, ქვემო ქართლში – 125, აჭარაში – 91, – ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 032 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 413 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 619 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 943 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 938 583-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.27%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.50% ხოლო შვიდი დღის მანძილზე – 5.77%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 789 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 902 948.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 942 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 943 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 519 შემთხვევა, აჭარა – 91, იმერეთი – 68, ქვემო ქართლი – 125, შიდა ქართლი – 15, გურია – 29, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 40, კახეთი -37, მცხეთა-მთიანეთი -13, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – არც ერთი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 21 667 საიდანაც: 4 446 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 039, აჭარაში – 487, იმერეთში – 822.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 137 პირი, მათ შორის, თბილისში – 543, აჭარაში – 118, იმერეთში – 300. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 269 პირი, მათგან თბილისში – 154, აჭარაში – 34, იმერეთში – 29. 833 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 537 – თბილისში, 199 – აჭარაში. 16 388 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 46 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 45, ხოლო აჭარაში – ერთი.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 2 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 299 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 087 ადამიანი“,– აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.