კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 430, იმერეთში - 115, ქვემო ქართლში - 65
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 430, იმერეთში - 115, ქვემო ქართლში - 65

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 865 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 430 შემთხვევა, იმერეთში – 115, ქვემო ქართლში – 65, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 733 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 281 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 452 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 865 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 629 930-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.19%, ბოლო 14 დღის – 18.43%, ხოლო შვიდი დღის – 15.55%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 820 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 570 884-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 456 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 865 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 430 შემთხვევა, აჭარა – 24, იმერეთი – 115, ქვემო ქართლი – 65, შიდა ქართლი – 46, გურია – 65, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 35, კახეთი – 57, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 42 564, საიდანაც 2 045 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 858, აჭარაში – 160, იმერეთში – 393. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 580 პირი, მათ შორის, თბილისში – 279, აჭარაში – 71, იმერეთში – 96. 40 519 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.