კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 4 323, იმერეთში - 1 440, კახეთში - 723
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 9 400 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 4 323 შემთხვევა, იმერეთში – 1 440, კახეთში – 723, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 470 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 284 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 186 – PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 9 400 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 548 893-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 28.95%, ბოლო 14 დღის – 31.5%, ხოლო შვიდი დღის – 29.7%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 18 770 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 388 534-მდე.
• ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 856 პირი ემსხვერპლა.
➢ დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 9 400 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 4 323 შემთხვევა, აჭარა – 611, იმერეთი – 1 440, ქვემო ქართლი – 511, შიდა ქართლი – 464, გურია – 344, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 661, კახეთი – 723, მცხეთა-მთიანეთი – 157, სამცხე-ჯავახეთი – 122, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 44.
➢ ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 144 477 საიდანაც:
• 5 633 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 320, აჭარაში – 627, იმერეთში – 1 038.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 254 პირი, მათ შორის, თბილისში – 483, აჭარაში – 142, იმერეთში – 376. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი, მათგან თბილისში – 166, აჭარაში – 39, იმერეთში – 26.
• 932 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 617 – თბილისში, 168 – აჭარაში.
• 137 912 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
• საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 12 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 12, ხოლო აჭარაში – 0“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.