კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 36, იმერეთში - 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 10
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 36, იმერეთში - 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 10

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 87 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 36 შემთხვევა, აჭარაში – ორი, იმერეთში – 14, ქვემო ქართლი – სამი, შიდა ქართლში – სამი, გურიაში – რვა, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 10, კახეთში – შვიდი, მცხეთა-მთიანეთში – ორი, სამცხე-ჯავახეთში – ორი, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 790 საიდანაც, 334 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 189, აჭარაში – 12, იმერეთში – 85. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 71 პირი, მათ შორის, თბილისში – 48, აჭარაში – ექვსი, იმერეთში – 9. 1 456 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.