კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 3 222, აჭარაში 768, იმერეთში 483
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 504 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 3 222 შემთხვევა, აჭარა – 768, იმერეთი – 483, ქვემო ქართლი – 189, შიდა ქართლი – 203, გურია – 109, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 184, კახეთი -159, მცხეთა-მთიანეთი – 101, სამცხე-ჯავახეთი – 72, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -14.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 52 771 საიდანაც 4 393 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 848, აჭარაში – 606, იმერეთში – 814.
მძიმე პაციენტია 967 პირი, მათ შორის, თბილისში – 436, აჭარაში – 108, იმერეთში – 249. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი, მათგან თბილისში – 163, აჭარაში – 50, იმერეთში – 27. 2 051 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 249 – თბილისში, 568- აჭარაში.
46 327 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 48, ხოლო აჭარაში – ექვსი. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან-15 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 299 პირი.