კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 287, იმერეთში - 72, გურიაში - 46
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 287, იმერეთში - 72, გურიაში - 46

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 599 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 287, იმერეთში – 72, გურიაში – 46, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 532 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 307 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 225 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 599 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 644 711-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.66%, ბოლო 14 დღის – 5.73%, ხოლო შვიდი დღის – 4.18%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 846 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 608 441-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების შვიდი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 688 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 599 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 287 შემთხვევა, აჭარა – 19, იმერეთი – 72, ქვემო ქართლი – 20, შიდა ქართლი – 36, გურია – 46, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 43, კახეთი – 41, მცხეთა-მთიანეთი – 10, სამცხე-ჯავახეთი – 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 20.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 19 556, საიდანაც 739 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 380, აჭარაში – 56, იმერეთში – 152. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 198 პირი, მათ შორის, თბილისში – 113, აჭარაში – 24, იმერეთში – 31. 18 817 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.