კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 255, იმერეთში - 81, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 46
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 255, იმერეთში - 81, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 46

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 590 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 255 შემთხვევა, აჭარაში – 28, იმერეთში – 81, ქვემო ქართლში – 20, შიდა ქართლში – 34, გურიაში – 60, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 46, კახეთი – 39, მცხეთა-მთიანეთში -10, სამცხე-ჯავახეთში – 5, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 12.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 16 889 საიდანაც, 714 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 374, აჭარაში – 53, იმერეთში – 141. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 189 პირი, მათ შორის, თბილისში – 107, აჭარაში – 27, იმერეთში – 30. 16 175 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.