კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 243, აჭარაში - 57, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 49
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 464 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 243 შემთხვევა, აჭარა – 57, იმერეთი – 28, ქვემო ქართლი – 16, შიდა ქართლი – 23, გურია – 28, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 49, კახეთი – შვიდი, მცხეთა-მთიანეთი – ათი, სამცხე-ჯავახეთი – ნული, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – სამი. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 397, საიდანაც, 1 822 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 853, აჭარაში – 266, იმერეთში – 306.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 342 პირი, მათ შორის, თბილისში – 147, აჭარაში – 37, იმერეთში -80. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 73 პირი, მათგან თბილისში – 51, აჭარაში – სამი, იმერეთში – ექვსი. 231 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 141 – თბილისში, 85 – აჭარაში. 3 344 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 243 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 109, ხოლო აჭარაში – 13. სულ 6 ოქტომბრიდან – 3 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 979 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 110 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 4 098 პირი, აჭარაში – 1 182, იმერეთში – 1 000.