კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 237, იმერეთში – 51, ქვემო ქართლში – 48
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 237, იმერეთში – 51, ქვემო ქართლში – 48

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 450 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 237 შემთხვევა, აჭარა – 29, იმერეთი – 51, ქვემო ქართლი – 48, შიდა ქართლი – 22, გურია – 11, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 34, კახეთი – 11, მცხეთა-მთიანეთი – ერთი, სამცხე-ჯავახეთი – ნული, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ექვსი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 958, საიდანაც 1 463 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 718, აჭარაში – 161, იმერეთში – 280. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 303 პირი, მათ შორის, თბილისში – 135, აჭარაში – 25, იმერეთში – 73. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 90 პირი, მათგან თბილისში – 61, აჭარაში – სამი, იმერეთში – 12. 180 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 130 – თბილისში, 40 – აჭარაში.

2 315 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 265 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 156, ხოლო აჭარაში – 94. სულ 6 ოქტომბრიდან – 23 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 820 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 632 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 089 პირი, აჭარაში – 680, იმერეთში – 891.