კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 212, იმერეთში - 58, კახეთში - 36
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 212, იმერეთში - 58, კახეთში - 36

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 450 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 212 შემთხვევა, იმერეთში – 58, კახეთში – 36, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 626 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 537 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 089 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 450 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 648 264-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.9%, ბოლო 14 დღის – 3.44%, ხოლო შვიდი დღის – 2.75%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 540 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 624 993-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების ექვსი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 745 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 450 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 212 შემთხვევა, აჭარა – 18, იმერეთი – 58, ქვემო ქართლი – 19, შიდა ქართლი – 21, გურია – 26, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 34, კახეთი – 36, მცხეთა-მთიანეთი – ორი, სამცხე-ჯავახეთი – ხუთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 6 482, საიდანაც 535 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 293, აჭარაში – 41, იმერეთში – 93. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 137 პირი, მათ შორის, თბილისში – 76, აჭარაში – 23, იმერეთში – 17. 5 947 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.