კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 2 146, იმერეთში - 845, კახეთში - 442
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 2 146, იმერეთში - 845, კახეთში - 442

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 4 835 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 146 შემთხვევა, აჭარა – 245, იმერეთი – 845, ქვემო ქართლი -190, შიდა ქართლი – 227, გურია – 243, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 327, კახეთი – 442, მცხეთა-მთიანეთი – 82, სამცხე-ჯავახეთი – 61, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 27.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 95 522 საიდანაც, 4 640 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 162, აჭარაში – 426, იმერეთში – 798.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 066 პირი, მათ შორის, თბილისში – 455, აჭარაში – 116, იმერეთში – 297. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 282 პირი, მათგან თბილისში – 157, აჭარაში – 29, იმერეთში – 27. 449 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 364 – თბილისში, 0 – აჭარაში. 90 433 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

თბილისის საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია ოთხი ადამიანი.