კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 193, იმერეთში - 48, კახეთში - 41
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 193, იმერეთში - 48, კახეთში - 41

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 368 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლინდა 193 შემთხვევა, იმერეთში – 48, კახეთში – 41, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 885 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 783 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 102 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 368 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 642 242-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.25%, ბოლო 14 დღის – 8.23%, ხოლო შვიდი დღის – 5.42%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 225 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 599 511-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 671 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 368 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 193 შემთხვევა, აჭარა – 16, იმერეთი – 48, ქვემო ქართლი – 12, შიდა ქართლი – 4, გურია – 27, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 14, კახეთი – 41, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 26 034, საიდანაც 813 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 416, აჭარაში – 61, იმერეთში – 182. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 220 პირი, მათ შორის, თბილისში – 125, აჭარაში – 30, იმერეთში – 34. 25 221 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.