კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 183, შიდა ქართლში - 39, იმერეთში - 37
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 183, შიდა ქართლში - 39, იმერეთში - 37

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 365 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 183 შემთხვევა, აჭარა – 27, იმერეთი – 37, ქვემო ქართლი – რვა, შიდა ქართლი – 39, გურია – 21, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 30, კახეთი – ექვსი, მცხეთა-მთიანეთი – ხუთი, სამცხე-ჯავახეთი – სამი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ექვსი. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 305, საიდანაც 1 605 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 778, აჭარაში – 192, იმერეთში – 295. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 316 პირი, მათ შორის, თბილისში – 148, აჭარაში – 29, იმერეთში -71.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 77 პირი, მათგან თბილისში – 55, აჭარაში – სამი, იმერეთში – შვიდი.

203 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 163 – თბილისში, 30 – აჭარაში. 2 497 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 301 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 163, ხოლო აჭარაში – 16. სულ 6 ოქტომბრიდან – 27 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 858 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 579 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 488 პირი, აჭარაში – 909, იმერეთში – 947.