კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 174, შიდა ქართლში - 44, იმერეთში - 38
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 174, შიდა ქართლში - 44, იმერეთში - 38

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 376 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 174 შემთხვევა, შიდა ქართლში – 44, იმერეთში – 38, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 153 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 059 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 094 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 376 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 650 384-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.56%, ბოლო 14 დღის – 2.43%, ხოლო შვიდი დღის – 1.98%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 234 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 629 266-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 765 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 376 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 174 შემთხვევა, აჭარა – ათი, იმერეთი – 38, ქვემო ქართლი – 19, შიდა ქართლი – 44, გურია – 25, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 20, კახეთი – 24, მცხეთა-მთიანეთი -7, სამცხე-ჯავახეთი – შვიდი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – რვა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 4 327, საიდანაც 445 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 244, აჭარაში – 22, იმერეთში – 81. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 118 პირი, მათ შორის, თბილისში – 70, აჭარაში – 16, იმერეთში – 10. 3 882 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.