კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 143, იმერეთში - 50, კახეთში - 23
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 143, იმერეთში - 50, კახეთში - 23

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 290 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 143, იმერეთში – 50, კახეთში – 23, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 676 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 687 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 989 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 290 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 654 665-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.18%, ბოლო 14 დღის – 1.14%, ხოლო შვიდი დღის – 1.06%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 80 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 636 188-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 802 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 290 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 143 შემთხვევა, აჭარაში – ოთხი, იმერეთში – 50, ქვემო ქართლში – 14, შიდა ქართლში – 13, გურიაში – 20, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 18, კახეთში – 23, მცხეთა-მთიანეთში – ოთხი, სამცხე-ჯავახეთში არც ერთი, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – ერთი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 1 649, საიდანაც 307 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 164, აჭარაში – 11, იმერეთში – 74. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 73 პირი, მათ შორის, თბილისში – 46, აჭარაში – ხუთი, იმერეთში – ცხრა. 1 342 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.