კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 121, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 21, კახეთში - 19
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 121, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 21, კახეთში - 19

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 235 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლინდა 121 შემთხვევა, აჭარაში – ცხრა, იმერეთში – 16, ქვემო ქართლში -12, შიდა ქართლში – 11, გურიაში – 15, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 21, კახეთში – 19, მცხეთა-მთიანეთში – ოთხი, სამცხე-ჯავახეთში – სამი, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – ოთხი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 2 555 საიდანაც, 349 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 189, აჭარაში – 15, იმერეთში – 78. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 76 პირი, მათ შორის, თბილისში – 47, აჭარაში – 11, იმერეთში – შვიდი. 2 206 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.